ცხვირი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია. მეცნიერები მისი ევოლუციის განმსაზღვრელ ფაქტორს იკვლევენ.
როგორც მკვლევარებმა ხუთშაბათს განაცხადეს, კვლევა, რომელშიც მათ აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიის, დასავლეთ აფრიკის და ჩრდილოეთ ევროპის სამგანზომილებიანი გამოსახულებები გამოიყენეს, მიანიშნებს, რომ ადგილობრივმა კლიმატმა, კერძოდ, ტემპერატურამ და ტენიანობამ, ცხვირის ფორმის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ფართო ცხვირი უფრო ხშირი იყო იმ ადამიანებში, რომლებიც თბილი და ტენიანი კლიმატის პირობებში ცხოვრობდნენ, ხოლო მათ, ვინც ცივ და მშრალ კლიმატში ცხოვრობდნენ, შედარებით ვიწრო ფორმის ცხვირი.
ცხვირის ძირითადი ფუნქციები სუნთქვა და სუნია. მას შიგნიდან ლორწოვანი და სისხლის კაპილარები აქვს, რომელიც ჰაერს ათბობს და ატენიანებს, სანამ ის სასუნთქი გზების უფრო მგრძნობიარე ნაწილს მიაღწევს.
ცხვირის ვიწრო სასუნთქმა გზებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს შესუნთქულ ჰაერსა და ცხვირში მდებარე ქსოვილებს შორის კონტაქტის გაზრდას. „ეს ცივი კლიმატის პირობებში უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს, თბილში კი – პირიქით,“ – აცხადებენ მეცნიერები.
ჩვენი სახეობა აფრიკაში დაახლოებით 200,000 წლის წინ გაჩნდა და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. მკვლევარების თქმით, ვიწრონესტოიანი ადამიანები ცივ კლიმატურ პირობებში უკეთ ცხოვრობდნენ და მეტი პირმშოც ჰყავდათ, რამაც ცხვირის სიგანის ეტაპობრივი შემცირება გამოიწვია.
დასკვნა ზოგადად მხარს უჭერს ე.წ. რასაც ტომსონის წესს, რომელიც ბრიტანელმა ანატომისტმა და ანთროპოლოგმა – არტურ ტომსონმა (1858-1935), განავითარა და რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ცივ, მშრალ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ, უფრო გრძელი და თხელი ცხვირი აქვთ, ვიდრე იმათ, ვისაც თბილ და ნოტიო კლიმატის პირობებში უწევთ ცხოვრება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ცხვირის სიგანე, ნესტოს სიგანე, ცხვირი სიმაღლე, სიგრძე ცხვირის ქედი, ცხვირის წვერი, გარე ზედაპირის ფართობი ნესტოს ზონა გამოიკვლიეს.
წყარო: http://www.reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”