close
ფსიქოლოგია

რა უარყოფითი თვისებებით გამოირჩევიან ჭკვიანი ადამიანები?

როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ინტელექტუალ ადამიანებს ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება აქვთ. მათივე თქმით, ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე საშინელი ჩვევა, უმეტეს შემთხვევაში,  მხოლოდ ჭკვიან ხალხს ახასიათებს.

 

ფსიქოლოგები მავნე ჩვევათაგან რამდენიმეს განსაკუთრებულად გამოყოფენ – ადამიან-ღამურებს, რომლებიც გვიან იძინებენ, ასევე, მოუწესრიგებელ ბუნებასა და უცენზურო მეტყველებას.

ინტელექტუალ ადამიანებს განსაკუთრებით ახასიათებთ გვიანობამდე სიფხიზლე.  ბარაკ ობამა, ჩარლზ დარვინი, უინსტონ ჩერჩილი და ა.შ. –  ეს იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დასაძინებლად ადრე არასოდეს წვებოდნენ.

ამერიკელმა მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს, გაეხსენებინათ, რაც შეიძლება მეტი უცენზურო სიტყვა. როგორც ექსპერიმენტის შედეგიდან გაირკვა, ყველაზე მეტი უცენზურო სიტყვა მათ გაახსენდათ, რომლებიც მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებლით გამოირჩეოდნენ.

როგორც ირკვევა, ჭკვიან ადამიანები სულაც არ გრძნობენ დისკომფორტს ჭუჭყიან და მოუწესრიგებელ გარემოში. მეცნიერების დაკსვნით, ეს იმის ბრალია, რომ ინტელექტუალი ადამიანები მსგავს საკითხებზე კონცენტრაციას ბევრად უფრო მნიშვნელოვან და არსებით საკითხებზე კონცენტრაციას ამჯობინებენ.

წყარო: independent.co.uk

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0