Wi-Fi 6 ოფიციალურად ამოქმედდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი გახდება ხელმისაწვდომი.
საიდან მოდის და რას ნიშნავს სახელწოდება Wi-Fi 6?
ტექნოლოგიურ ტერმინ Wi-Fi-ს (1,2,3,4,5 და ახლა უკვე 6) IEEE 802.11 სტანდარტებზე დაფუძნებული უსადენო ქსელის აღსაწერად ვიყენებთ.
შარშან Wi-Fi-ს სტანდარტებს უფრო გასაგები სახელწოდებები მიანიჭეს. ნანამდე კი Wi-Fi 1-ს ოფიციალურად 802.11b ერქვა, Wi-Fi 2-ს 802.11a, და ა.შ. 802.11g, 802.11n, და 802.11ac. Wi-Fi 6-ს – 802.11ax.
რას მოუტანს მომხმარებელს Wi-Fi 5-დან Wi-Fi 6-ზე გადასვლა? გაზრდილ მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს. ჩამოტვირთვის თეორიული სიჩქარე, რომელიც Wi-Fi 5-ის შემთხვევაში წამში 6.9 გიგაბიტია, 9.6 გიგაბიტ/წამამდე გაიზრდება.
კიდევ ერთი უპირატესობა, რასაც Wi-Fi-გან უნდა ველოდოთ ორთოგონალური სიხშირის გამყოფი მულტიპლექსირებისა (OFDMA) და MIMO ტექნოლოგების საშუალებით ერთ ქსელზე ოთხჯერ მეტი მოწყობილობის დაკავშირებაა შესაძლებელი.
როდის იქნება Wi-Fi 6 ხელმისაწვდომი? ვინაიდან პროდუქტების მწარმოებლებისთვის Wi-Fi 6 სერტიფიცირება უკვე ხელმისაწვდომი გახდა, ხანგრძლივი ლოდინი არ დაგვჭირდება. თუკი Samsung Galaxy Note 10-ის, Apple’s iPhone 11-ის, Google Pixel 4-ის ან Wi-Fi 6 მხარდაჭერის მქონე ახალი ლეპტოპის, ტაბლეტის ან სხვა მოწყობილობის მფლობელი ხართ. ასევე დაგჭირდებათ Wi-Fi როუტერი, რომელსაც 802.11ax მხარდაჭერა აქვს. თუმცა იმისთვის, რომ Wi-Fi 6 ფართო მასებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი რამდენიმე თვე, ან შესაძლოა წელიც კი იყოს საჭირო.
წყარო :www.sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”