Orbital ATK-ის კუთვნილი უპილოტო რაკეტა Antares საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა.
14 სართულიანი შენობის სიმაღლის რაკეტა, რომელიც რუსეთის წარმოების ორი ძრავითაა აღჭურვილი, ორშაბათს საღამოს ვირჯინიაში მდებარე უოლოფსის კუნძულიდან გაეშვა. კადრები ნასას ტელევიზიით გავრცელდა.
რაკეტას 100-მილიარდი ღირებულების საერთაშორისო სადგურისთვის 2,400 კგ საკვებით, ტექნიკითა და აქსესუარებით დატვირთული კაფსულა Cygnus გადააქვს.
Cygnus სადგურამდე სავარაუდოდ კვირას მიაღწევს. მანამდე კი რამდენიმე დღეს ორბიტაზე დაყოვნდებიან, რათა დრო დაუთმონ რუსულ კაფსულა Soyuz-ს, რომელსაც ახალი ეკიპაჟის სამი წევრი გადაჰყავს და რომელიც ოთხშაბათს ყაზახეთის Baikonur Cosmodrome-დან უნდა გაეშვას.
2014 წლის 28 ოქტომბერს რაკეტა-გადამზიდავი Antares ამერიკულგემ Cygnus-თან ერთად NASA-ს კოსმოდრომიდან ჩაშვების დროს აფეთქდა. რაკეტის გაშვების ამსახველი ვიდეომასალა NASA-ს ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადიოდა. აფეთქება კი სტარტის შემდეგ მალევე, ადგილობრივი დროით 18:23 მოხდა. აფეთქების შედეგად არვინ დაზარალებულა.
კატასტროფის მიზეზი საბჭოთა ეპოქის ძრავები გახდა.
წყარო: reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”