close

სილიკონის ველის მილიარდერმა – ელონ მასკმა პარასკევს გამოაქვეყნა ამბიციური გეგმები მარსზე განსახორციელებელი პილოტირებული მისიის შესახებ.

SpaceX- ი თავის პირველ მოგზაურობას წითელ პლანეტაზე 2022 წელს აპირებს. თუმცა მისიის დროს მხოლოდ ტვირთს გადაიტანენ, რასაც ორი წლის შემდეგ მარსზე ადამიანის გაგზავნა მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ „ნასას” პირველი პილოტირებული მისია მარსზე ამ დროიდან დაახლოებით ათ წელიწადში იგეგმება.

SpaceX- ის აღმასრულებელმა დირექტორმა და წამყვანმა დიზაინერმა – მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ მარსზე გასაგზავნი რაკეტის ზომა შეამცირა.

მასკმა გაახმოვანა იდეა მარსზე გასაგზავნი რაკეტის დედამიწის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასაადგილებლად გამოყენების შესახებ.  ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში გამართულ კონფერენციაზე მასკმა ვიდეო წარმოადგინა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ეშვება რაკეტა ნიუ-იორკიდან, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ჯდება. აღსანიშნავია, რომ ის სამყაროს ორ მოპირდაპირე მხარეში მდებარე ქალაქებს შორის მოგზაურობას ერთ საათზე ნაკლებ დროს ანდომებდა.

SpaceX-ი არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე საწარმოს შორის, რომლებიც აცხადებენ, რომ კოსმოსში მარსზე მიმავალი მარშრუტის გახსნა სურთ. მარსი დედამიწიდან 225 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და მასზე პირველი ადამიანის გაგზავნა საკმაოდ ამბიციური მიზანია.

SpaceX-ი, რომელიც მარსის კოლონიზაციის მიზნით დაარსდა, არის ერთ-ერთი კერძო და სახელმწიფო დაფინანსების მქონე საწარმო, რომლის მიზანია წითელ პლანეტაზე ხალხისა და ტვირთის განთავსება.

Amazon.com- ის დამფუძნებელი – ჯეფ ბეზოსის კოსოსური საწარმო Blue Origin-ი მარსზე გასაგზავნად მძიმე მანქანა New Armstrong-ს ქმნის.

რუსეთი და ჩინეთი ემზადებიან მთვარეზე პილოტირებული მისიის განსახორციელელად. რუსეთი მთვარის ორბიტაზე „ღრმა კოსმოსური კარიბჭის“ კოსმოსური სადგურის მშენებლობის მიზნით „ნასა“-სთან თანამშრომლობაზე დასთანხმდა. აღნიშნული კოსმოსური სადგური მომავალში გამშვებ პუნქტად იქცევა ღრმა კოსმოსის მისიების, მათ შორის მარსის მისიისათვის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid