ახალი აკადემიური წლის დაწყებისას მილიონობით უფროსკლასელი ებრძვის მაღვიძარას, მშობლები კი მათთან იბრძვიან, რათა საწოლიდან წამოაყენონ და სკოლაში გაუშვან.
,,National Sleep Foundation-ი” აცხადებს, რომ ტინეიჯერის მოთხოვნა ძილზე დღე-ღამეში 8-10 საათს შეადგენს. ტინეიჯერების ძილის საათების შემცირება რამდენიმე წელია შეშფოთების თემა გახლავთ მეცნიერებისთვის.
აშშ-ში გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის დროსაც მოზარდებს ეკითხებოდნენ, უნდოდათ თუ არა, რომ გაკვეთილები უფრო გვიან დაწყებოდათ. მეცნიერთა ჯგუფი სკოლის გვიან დაწყების ეფექტს 20 წლის განმავლობაში იკვლევდა. კვლევამ აჩვენა, რომ დილის 8 საათამდე გაღვიძებას და ადგომას სერიოზული შედეგები მოჰყვება სწავლისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ეს არსებითად გამოწვეულია არა ტინეიჯერების ძილისადმი დამოკიდებულებით, არამედ ადამიანის ბიოლოგიით.
ზოგადად ადამიანის, და კონკრეტულად, ტინეიჯერის, არასაკმარისად ძილს სერიოზული უარყოფითი შედეგები აქვს. მოზარდები, რომლებსაც ღამით არასაკმარისად (8 საათზე ნაკლები) ძინავთ, მიდრეკილნი არიან სიგარეტის, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებისკენ.
მოზარდებში დეპრესიის სიხშირე მატულობს დღე-ღამეში 9 საათზე ნაკლები დროით ძილის პარალელურად.
ამერიკული ორგანიზაცია RAND Corporation- ის ახლად გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, სკოლის 8:00-ის ნაცვლად 8:30 საათზე დაწყება ქვეყნის ეკონომიკაზედ დადებითად აისახება, ვინაიდან გაიზრდება პროფესიული საქმიანობის შესრულება და შემცირდება ავტო ავარიების რიცხვი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტინეიჯერი მძღოლის ძილის ნაკლებობითაა გამოწვეული.
ტინეიჯერის ტვინის ბიოლოგია
ჩვენი ტვინი გამოყოფს ძილის ჰორმონს მელატონინს, როგორც სიგნალს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავიძინოთ. წინა ტინეიჯერულ ასაკსა და მოზრდილებში, მელატონინის სეკრეცია მოქნილი და ცვლადია და ძილის დრო გენეტიკაზეა დაფუძნებული. მაგრამ დრო განსხვავდება ტინეიჯერებში, ვინაიდან ის დაკავშირებულია სქესობრივი სიმწიფესთან.
პრაქტიკულად ყველა მოზარდისთვის, მელტონინის სეკრეცია არ იწყება 10:45 საათამდე და გრძელდება დაახლოებით დილის 8 საათამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მოზარდების უმეტესობა ვერ იძინებს სანამ მელატონინის სეკრეცია არ დაიწყება, და ძნელია გაიღვიძო, სანამ მელატონინის სეკრეცია შეჩერდება. მელატონინის სეკრეციის ეს ფიქსირებული ნიმუში ინდივიდუალურად იცვლება გენეტიკურად უპირატესი ძილის / გაღვიძების დროთი მაშინვე, როგორც კი სქესობრივი მომწიფება დასრულდება.
ტინეიჯერების უნიკალური ძილის / გაღვიძების ნიმუში მათ კონტროლს მიღმაა. უბრალოდ, მოზარდების ადრე დაწოლა არ არის გამოსავალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტინეიჯერის ტვინის ბიოლოგია პირდაპირ ეწინააღმდეგება სასკოლო განრიგს, რომელიც, როგორც წესი, მოითხოვს, რომ მოზარდების გაკვეთლები უფრო ადრე იწყებოდეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ იმ სკოლების შედეგები, რომლებმაც გაკვეთილები უფრო გვიან დაიწყეს, საიმედო აღმოჩნდა, შემცირდა ტინეიჯერების მიერ ნარკოტიკების, სიგარეტისა და ალკოჰოლური მოხმარება. 70 პროცენტით შემცირდა ტინეიჯერებში ავტოავარიების რიცხვი.
წყარო: https://theconversation.com/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”