close
კატეგორიის გარეშე

რას გვეუბნებიან ხელისგულის ხაზები?

ქირომანტიას (ბერძნ. χειρός — ხელი; μαντεία — მკითხაობა, წინასწარმეტყველება)  – ჩინეთის ანტიკურ ისტორიაში დიდი ადგილი ეჭირა.

მოათავსეთ ორივე ხელი ერთად ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები. თქვენი თითების ქვეშ მოთავსებულ პირველ ხაზს უკავშირებენ სიყვარულსა და ქორწინებას. რას ამბობს თქვენი ხელისგულის ხაზები თქვენი სიყვარულისა და ქორწინების შესახებ?

  1. როცა მარცხენა ხელისგულის ხაზი უფრო მაღალია:

თუკი თქვენს მარცხენა  ხელისგულზე გამოსახული ხაზი მარჯვენაზე დიდია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილი მებრძოლი ხართ, როცა საქმე სიყვარულს ეხება.

მოგწონთ იყოთ აგრესიული იმის დასაცავად, რაც თქვენ გეკუთვნით და უპრობლემოდ ანადგურებთ ყველა დაბრკოლებას, რაც გზაზე გეღობებათ მგზნებარე და ცეცხლოვანი სიყვარულის მოსაპოვებლად.

ადამიანები, რომლებსაც მარცხენა ხელისგულის ხაზი უფრო დიდი აქვთ, ძალიან ლამაზები და სიმპატიურები არიან.

  1. თუკი მარჯვენა ხელის ხაზი უფრო მაღალია

თუკი თქვენს მარჯვენა ხელისგულზე გამოსახული ხაზი მარცხენაზე დიდია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან მოხუცი სული გაქვთ.

თქვენ ხართ ადამიანი, ვინც გაცილებით  უფროსზე უნდა დაქორწინდეს და საერთოდ, უფროს ადამიანებში ძალიან პოპულარული ხართ.

თქვენ ასევე არ გახასიათებთ ტრადიციული წესებით თამაში. გირჩევნიათ, ადამიანთა უმეტესობისგან ოდნავ  განსხვავდებული და გამოირჩეული იყოთ.  ასევე აღსანიშნავია, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც მიკიბულ-მოკიბული საუბარი უყვარს, როცა საქმე სიმართლის თქმას ეხება.

3.თუკი ორივე ხელისგულის ხაზი თანაბარია

თუკი ორივე ხელისგულის ხაზი თანაბარი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყველაზე უფრო სუფთა გული აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ ადამიანებს კაცობრიობის მიმართ ნდობას და რწმენას უღვივებთ.

თქვენ, როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე თანამგრძნობი ადამიანი ხართ, ისეთი, როგორსაც ყველა ეძებს, როა თავს ცუდად გრძნობს.

როცა საქმე ქორწინებას ეხება, ისეთ ადამიანზე დაქორწინდებით, რომელსაც  ყველა თქვენი ნაცნობი მიიღებს.

თუმცა, ის, რაც ძალიან არ გიყვართ და პრობლემებს გიქმნით, მოულოდნელი ცვლილებაა, თუმცა მალევე პოულობთ გზას იმისთვის, რომ ეს ცვლილება თქვენსავე სასიკეთოდ შემოაბრუნოთ.

წყარო: higherperspectives.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0