close
ანალიტიკაკვლევებიმსოფლიოპოლიტიკა

რას ნიშნავს ევროკავშირისთვის იტალიის არჩევნების შედეგები

„ბრექსიტის“ შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და გერმანიაში ანგელა მერკელის გამარჯვებამ უფრო მეტი ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ ევროსკეპტიციზმის პოპულისტურმა ტალღამ ევროკავშირის ქვეყნებში გადაიარა. თუმცა, იტალიაში გამართული არჩევნები საპირისპიროს მეტყველებს.

თითქმის ყველა საარჩევნო უბნის ხმების დათვლის შემდეგ ირკვევა, რომ „5 ვარსკვლავის მოძრაობა“, რომელიც პოპულისტური მისწრაფებებით გამოირჩევა ლიდერობს და ხმების უმეტესობა, 33% ეკუთვნის. დემოკრატიულმა პარტიამ მხოლოდ 18 %-ის აღება მოახერხა, რაც დიდ დანაკარგს ნიშნავს, რადგან წინა არჩევნებში მათ ხმების 40 %-ით მოიპოვეს ლიდერობა.

ანტიიმიგრაციული, მემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მატეო სალვინმა, პარტიის ყოფილი კოალიციის ლიდერი, სილვიო ბერლუსკონი, 4%-ით დაამარცხა, რამაც, გაოცებასთან ერთად, დიდი არეულობა გამოიწვია არა მხოლოდ იტალიის მოქალაქეებში, არამედ პოლიტიკურ წრეშიც.

იტალიის არჩევნების შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვისაც. პოპულისტური პარტიის გამარჯვება შედეგია, არა უბრალოდ თავად ამ პარტიების გამარჯვებისთვის მუშაობისა, არამედ წინა ხელისუფლების ევროკავშირისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისაც.

მმართველი პარტიის ლიდერი – ბერლუსკონი და დემოკრატიული პარტიის ლიდერი – რენზი, თითქმის ყველაფერს, რაც გეგმის მიხედვით არ სრულდებოდა, ან რაზეც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავდა, ევროკავშირს აბრალებდნენ, რამაც, თავისთავად, გზა გაუკვალა პოპულისტური იდეოლოგიის პარტიებს და ხალხშიც უფრო მეტი პოპულარობა მოუპოვა.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პოპულისტების ამ წარმატებას ანგარიშგასაწევი საფუძველი არ აქვს, თუმცა, საპირისპირო შეხედულებით, ეს სიმართლეს არ შეეფერება. იტალიის ეკონომიკა 2011-2012 წლებში კრიზისში იყო, მთავარი ფოკუსი მიმართული იყო სიტუაციის გამოსწორებისა და საბერძნეთის მსგავს სიტუაციაში მოხვედრისაგან თავის არიდებაზე. ეს მიზანი მიიღწა, თუმცა  ვერ მოხერხდა მოქალაქეების სურვილების დაკმაყოფილება – მდგრადი განვთარება და ეკონომიკური ზრდა; ასე, რომ აზრთა შეუთავსებლობა, საბოლოო ჯამში, პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თავად ევროკავშირის პოლიტიკურ ცენტრში, ბრუსელში, მიაჩნიათ, რომ მსგავსი შედეგი გამოიწვია იტალიელი ამომრჩევლის გაურკვევლობამ იმაში, თუ რა არის იტალიის ნამდვილი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში საჭიროებს ქმედებსასა და მოგვარებას: „ ეს ევროპული ტრენდი გახდა. როგორც „ბრექსიტის“ შემთხვევაში, ხალხი სხვა ქვეყნებშიც საუბრობს მიგრაციის საკითხებზე, როგორც სოციალური და ეკონომიკური დაძაბულობის მიზეზზე. სინამდვვილეში კი ეს ეკონომიკური კრიზისითაა გამოწვეული, მსგავსი სიტუაციაა იტალიაშიც“- აღნიშნა სესილია კიენგმა.

წყაროები: Reuters, Euronews

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid