ფანქრით ხელში მოსმენა უფრო შესაბამისია ლექციის დროს, ან ისეთ შეხვედრაზე, სადაც თქვენგან მოელიან ჩანაწერების კეთებას. მაგრამ თუ საქმიან პარტნიორებს ხვდებით, ჩქარ–ჩქარა წერამ, პერიოდულად ჩანიშვნებზე ყურადღების გადატანამ, ან სულაც – იმ ფაქტმა, რომ თქვენ მას ფანქრით ხელში უსმენთ, შესაძლოა, პარტნიორს ხელი შეუშალოს და აზრები აუბნიოს.
გარდა იმისა, რომ ამით თქვენ ცუდი მსმენელის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თქვენ მოსაუბრეს შეიძლება არ მოეწონოს ის, რომ თქვენ „აკონსპექტებთ“ მის საუბარს. ამიტომ, უმჯობესია, თქვენთვის საჭირო ჩანიშვნები და ჩანაწერები შეხვედრის დასრულების შემდგომ გააკეთოთ, როდესაც მოსაუბრე აღარ გხედავთ.
წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: