close

მეცნერებმა დაადგინეს, რატომ აქვთ ზებრებს ზოლები. აღმოჩნდა,რომ ზოლებს მხოლოდ ვიზუალური დანიშნულება არ აქვთ, ისინი ამ ცხოველებს სისხლის მწოველი მწერებისა და სასიკვდილო დაავადებებისგან იცავს.

მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს, რომლის დროსაც ცხენებს ზოლიანი მოსასხამი „ჩააცვეს“, აღმოჩნდა, რომ ამის შემდეგ მათ გაცილებით ცოტა მწერი ეტანებოდა, ვიდრე მანამდე.

“ბუზები ზებრებისა და ცხენების გარშემო ჩვეულებრივ დაფრინავდნენ, ისინი მხოლოდ მაშინ იბნეოდნენ, როდესაც ზებრაზე დაფრენას ცდილობდნენ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბუზები ზებრებს სწრაფად უახლოვდებოდნენ, მიახლოებისას კი უკან ბრუნდებოდნენ, ზოგჯერ კი ზებრას პირდაპირ ეჯახებოდნენ”, – აცხადებს ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის თანაავტორი მარტინ ჰოუ.

აქამდე არსებული თეორიების თანახმად, ზოლები ზებრებს ტემპერატურის რეგულირებისა და მტაცებლებისგან დასაცავად განუვითარდათ.

თეორია იმის შესახებ, რომ ზოლები ზებრას მკბენარე მწერებისგან იცავს, მანამდეც არსებობდა, თუმცა მასზე საგულდაგულო კვლევა ახლახანს ჩატარდა.

აფრიკული ცხენის ბუზები ისეთი დაავადებების გადამტანები არიან, როგორიცაა ტრიპანოსომოზი და აფრიკული ცხენის დაავადება, რომელიც ცხოველის დასუსტებას იწვევს და რიგ შემთხევაში ფეტალური შედეგით მთავდება. ასე რომ ზოლები ზებრებს ამ დაავადებების თავიდან აცილებაში ეხმარება.

მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზებრებს ოთხჯერ ნაკლები ბუზი აჯდებოდა, ვიდრე ცხენებს.

კვლევით ირკვევა, რომ ზოლები შორიდან მწერების არიდებას ვერ ახერხებს, თუმცა ბუზები, რომლებსაც დაბალი გარჩევადობის მხედველობა აქვთ, ზოლებთან მიახლოებისას გაჩერებას ვეღარ ახერხებდნენ და მათ ეჯახებოდნენ, ცხენებზე კი ისინი წყნარად და მშვიდად სხდებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზებრები კუდს ცხენებზე ხშირად იქნევენ და მწერების მოშორებას უფრო აქტიურად ახერხებენ, რითაც იმ ბუზების ნაწილსაც კი, რომლებიც მათზე დასხდომას ახერხებენ, მშვიდად დაკბენის საშუალებას არ აძლევენ.

მკვლევარები აცხადებენ, რომ ზოლიანი ტანსაცმლის ჩაცმით სარგებელი შესაძლოა ადამიანებმაცნახონ და გამაღიზიანებელი მწერები თავიდან მოიშორონ.

 

https://www.independent.co.uk

გაზიარება:
fb-share-icon0