close
ფსიქოლოგია

რატომ გვსურს მივაღწიოთ წარმატებას?

 ყოველდღიურად  ჩვენ ვფიქრობთ  ჩვენს სამომავლო გეგემბსა და მისაწრაფებებზე. ვცდილობთ(?) დღითიდღე მივუახლოვდეთ წარმატებას.  თუმცა ცოტა ჩვენგანს თუ უფიქრია რატომ გვიჩნდება წარმატების მიღწევის მოთხოვნილება? რა არის მიზეზი? რაში გვჭირდება იგი  სინამდვილეში? საიდან ჩნდება მისი მიღწევის სურვილი-ჩვენი ცნობიერი თუ არაცნობიერი გონებიდან?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას ერთი  პატარა, მარტივი სავარჯიშო მოგვცემს.

გაიხსენეთ თქვენ მიერ ბოლოს მიღწეული წარმატება. არ არის აუცილებელი ეს იყოს რაიმე სერიოზული, რთული და წარმოუდგენელი.

წარმატება მოგზაურობას ჰგავს. ის შეიძლება იყოს მარტივი, განტვირთვის დანიშნულების, ზოჯერ კი პირიქით  – ხიფათითა და თავგადასავლებით სავსე, ხანგრძლივი ან ხანმოკლე. რატომ გადაწყვიტე  ამ მოგზაურობაში წასვლა ? როგორ გაუმკლავდი მას? რა დაგეხმარა მის დასრულებასა და სიძნელეების გადალახვაში? საიდან დაიწყო თქვენი მოგზაურობა? გახსენე გრძნობები და ემოციები რომელიც ამ მომენტთანაა დაკავშირებული. რა გახდა იმის მიზეზი რომ საკუთარ თავს ეს მიზანი დაუსახეთ? რა იყო თქვენი  პირველი ნაბიჯი? ეცადე გამოყო ფაქტორები რომელიც შთაგაგონებდა და მოტივაციას გაძლევდა ამ გზის მანძილზე. ასევე გაიხსენე ის ფაქტორები და ადამიანები, რომლებიც მოგზაურობის დროს გზაზე გადაგეღობა და გაფერხებდა. როგორ უმკლავდებოდი მათ? და საბოლოოდ მივდივართ დანიშნულების ადგილზე! რა იგრძენით მაშინ როდესაც, წარმატებას მიაღწიეთ? ნამდვილად ბედნიერი იყავით თქვენი მიღწეულით? თუ პირიქით, იმედი გაგიცრუვდათ და მიღწეულმა ვერ დაგაკმაყოფილათ?

რატომ გვიჩნდება მოთხოვნილება მივაღწიოთ წარმატებას?

 

  1. ჩვენ გვსურს წარმატების მიღწევა იმიტომ, რომ ის ჩვენი ცხოვრებისეული გეგმების განუყოფელი ნაწილია

წარმატება მჭიდრო კავშირშია ჩვენს ყოფით გეგმებთან. ეს იქნება განათლებისა თუ სასურველი სამსახურის მიღება, საკუთარი ბიზნესისა და ახალი ურთიერთობების წამოწყება. ამ ყოველივეს მიღწევა ჩვენთვის წარმატებაა. ყველა ეს მიზანი პოზიტიურ განცდებსა და ემოციებს იწვევს ჩვენში, რადგან გვეუფლება გრძნობა იმისა, რომ ჩვენ თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს ცხოვრებაში.

 

  1. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს განვიცადოთ ის სარგებელი, რომელიც კონკრეტული მიზნის მიღწევიდან გამომდინარეობს.

 

  1. ჩვენ გვიყვარს ,,გემო” გამარჯვებისა!

-წარმატების მიღწევა პოზიტიური გამოცდილებაა ჩვენთვის, რომელიც გგვმატებს ღირებულებას ცხოვრებაში. ადამიანს უყვარს გამარჯვებულობის გრძნობა. ეს ბუნებრივია. არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა დაწესებული რაიმე პრიზი, ადამიანის ბუნებაში ღრმადაა ჩადებული გამრჯვების გრძნობის სიყვარული.

 

  1. ჩვენ გვჭირდება სტიმული, მოტივაცია

-ცოდნა იმისა, რომ არსებობს რაღაც მიზანი, დანიშნულება, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია რომ მივაღწიოთ, მოტივატორი ხდება მოქმედებისა. რაც უფრო გამომწვევია მიზანი, მით უფრო ძლიერია წარმატებულობის გრძნობა.

 

  1. ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება, კომპენსაცია შევძლოთ იმ მარცხისა და წარუმატებლობის, რომელიც წარსულში განვიცადეთ

ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს. მარცხი, რა თქმა უნდა, არასოდესაა სასიამოვნო და მისაღები, მაგრამ ის ცხოვრებაში გარდაუვალია. ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, მისი სასიკეთოდ გამოყენებაა -ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე და მივიღოთ ჩვენთვის ღირებული უკუკავშირი. შესაძლოა ჩვენ ერთხელ დავმარცხდით, მაგრამ კვლავ გვაქვს სურვილი გამარჯვებისა. ეს შეჯიბრია საკუთარ თავთან, რომელშიც ვმონაწილეობთ იმისათვის, რომ კომპენსაცია გავუკეთოთ ჩვენს წარსულში დანაკარგებს ანუ მივაღწიოთ წარმატებას. ხშირად სწორედ ეს ფაქტორი განიხილება მთავარ მიზეზად თუ რატომ გვსურს ვიყოთ წარმატებულები.

 

  1. ჩვენ განვიხილავთ წარმატებას, როგორც ჩვენი პრობლემების გადაჭრის გზად.

წარმატების განცდა ძალიან დადებითი და პოზიტიური გრძნობაა. მას აქვს ძალა იმისა, რომ შეამციროს ცუდი გამოცდილებების ზემოქმედება ჩვენზე.

 

ახლა კი შეგიძლიათ თვიდან დაუსვათ საკუთარ თავს სტატიის დასაწყისში მოცემული კითხვები, გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად დაისახოთ  გეგმები, მიზნები რომლის განხორციელებაც დიდ სიამოვნებასა და ღირებულებებს შემატებს თქვენს ცხოვრებას!

 

 

 

მასალა მოამზადა:  თიკო ორჯონიკიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld