close
მედიცინა

რატომ იღუპებიან ადამიანები „ვეიპინგთან“ დაკავშირებული ფილტვის ამოუცნობი დაავადებისგან ?

ელექტროსიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებული ფილტვის ამოუცნობი დაავადებისგან მსოფლიოში მეექვსე, აშშ-ის კანზასის შტატში კი პირველი ადამიანი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ექვსი გარდაცვლილი პაციენტიდან ოთხი საშუალო ან საშუალოზე მეტი ასაკისაა.

ამერიკის 33 შტატში ფილტვის ამოუცნობი დაავადების 450-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროს ფედერალური სამსახურები სწავლობენ.

გამოძიებას ჯერ-ჯერობით არ დაუდგენია ერთი რომელიმე ელექტროსიგარეტის სახეობა, რომელიც ყველა შემთხვევასთანაა დაკავშირებული, თუმცა დადგინდა, რომ ყველა გარდაცვლილი სითხიანი ელექტროსიგარეტის მომხმარებელი იყო. ეს სითხე კი, როგორც ცნობილია, კანაბინოიდურ ნივთიერება THC-ს ) (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) შეიცავს, რომელიც მარიხუანას აქტიური ინგრედიენტი გახლავთ. 

მკვლევარები, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, რომელიც დამბინძურებლები იწვევენ ფილტვის ამ უცნაურ, ფატალურ დაავადებას, ვარაუდობენ, რომ ძირითადი „დამნაშავე“ შავ ბაზარზე არსებული „გამასქელებელი აგენტებია“, რომლებიდ დიდი რაოდენობით ვიტამინ E-ს შეიცავენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომხმარებლებს მოუწოდებს, ვიდრე მეტი ინფორმაცია არ იქნება ცნობილი, ელექტრო სიგარეტისთვის საჭირო სითხეების ქუჩებში შეძენისგან თავი შეიკავონ.

კვლევის თანახმად, აშშ-ში 2011-2015 წლებში სკოლის მოსწავლეებში ვეიპინგი 900%-ით გაიზარდა. პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ მოუწოდა, არასრულწლოვნებში ელექტროსიგარეტის მოხმარებასთან ბრძოლის მიზნით ის ათასობით არომატიზატორი აკრძალოს, რომელიც ელექტროსიგარეტებში გამოიყენება და მოამზადოს გაიდლაინი, რომელიც ბაზრიდან თამბაქოს გარდა ელექტროსიგარეტის ყველა არომატიზატორის ამოღებას გაითვალისწინებს.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0