პირველი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, დანიელი მწერალი და მოაზროვნე სიორენ აბი კერკეგორი (1813-1855) კაცობრიობის პათოლოგიებს იკვლევდა. აღსანიშნავია, რომ ის ჯერ კიდევ 1847 წელს ცდილობდა აეხსნა, რა იმალება ისეთი თანამედროვე ფენომენების უკან, როგორიცაა ბულინგი, ტროლინგი, და თვითმარქვია ინტერნეტკრიტიკოსების შეურაცხყოფა – ანუ იმ ადამიანების მიღმა, რომლებიც მოძულეების (ჰეითერები) სახელით არიან ცნობილი.
,,არსებობს შურის ფორმა, როცა ადამიანი რაღაცის მიღწევას ბულინგის გზით ცდილობს. მე ბევრ ასეთ სიტუაციას შევსწრებივარ. მაგალითად, შევდივარ იქ, სადაც ბევრი ხალხია შეკრებილი და ერთ-ერთი ჩემს წინააღმდეგ იარაღს იყენებს, იწყებს რა სიცილს, ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი აზრის წარმოქმნის საშუალებაა. თუმცა, რამდენადაც გასაკვირად უნდა ჟღერდეს, თუ მე მას მოულოდნელი რეპლიკით მივმართავ, ის დამყოლი და დამთმობი ხდება. ისე მექცევა, როგორც რაღაც დიდებულს, თუ ჩემს ,,სიდიადეში” ის მონაწილე პირად არ აღიქმება, ის სულ ცოტა დამცინებს, ხოლო თუ ის თანამონაწილე ხდება, მაშინვე იწყებს ჩემი სიდიადით ტრაბახს,” – წერს კერკეგორი საკუთარ დღიურში (The Diary of Søren Kierkegaard).
ნაკლებად სავარაუდოა, რომ კერკეგორს ბენჟამინ ფრანკლინის ეფექტის შესახებ სცოდნოდა, ერის მამად წოდებულმა ფრანკლინმა მოძულეებთან ურთიერთობის რევერსიული ფსიქოლოგიური ტრიუკი შეიმუშავა. კერკეგორი მის მიერ ჩატარებული სახალისო ცდის შესახებ გვიამბობს : ,,ერთხელ ჩემს სახლთან სამმა მამაკაცმა ჩაიარა. როცა შემამჩნიეს, ქედმაღლურად ჩაიცინეს. მივუახლოვდი, დავინახე, რომ სიგარეტს ეწეოდნენ და ასანთი ვთხოვე. უეცრად სამივე მათგანის დამოკიდებულება ჩემ მიმართ დრამატულად შეიცვალა.
პატივისცემის ნიშნად სამთავემ ქუდები მოიხადეს, თითქოს ასანთის თხოვნით მათთვის რაიმე სამსახური გამეწიოს.
ამ შეემთხვევიდან შვიდი წლის შემდეგ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კერკეგორმა ჰეითერების ფსიქოლოგია შემდეგნაირად ახსნა:
,,იმის დემონსტრირებით, რომ ჩემთვის თავს არ იწუხებენ ან იმაზე ზრუნვით, რომ მე უნდა ვიცოდე, რომ ისინი ჩემთვის თავს არ იწუხებენ, ისინი პედანტურად მიჩვენებენ პატივისცემას სწორედ უპატივცემულობის გზით.”
მასალა დაამუშავა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”