close
მედიცინა

რევოლუციური თერაპიის რევოლუციური შედეგი: ,,UCART19-ის” საშუალებით ორი ბავშვი ლევკემიისგან განიკურნა

განუკურნებელი ლევკემიით დაავადებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გენეტიკურად რედაქტირებული იმუნური უჯრედების ინფუზიის შემდეგ გაუმჯობესდა, ამის შესახებ მეცნიერებმა ხუთშაბათს განაცხადეს.

ლაილა რიჩარდსი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმა ,,Cellectis-ის”  მიერ შემუშავებული უჯრედული თერაპია – ,,UCART19″  ჩაუტარდა.  იმავე წელს (2015 წელი) და იმავე საავადმყოფოში ( დიდი ბრიტანეთის Ormond Street Hospital) თერაპია ჩაუტარდა მეორე გოგონასაც.

ორივე კურსში ჩართულმა მედიკოსების გუნდმა  თავიანთი ნამუშევრის დეტალები გამოქვეყნა. მათი ინფორმაციით, გოგონების მკურნალობიდან 18 და 12 თვეა გასული და ისინი ჯერჯერობით ლევკემიისგან განკურნებულები არიან.

ლონდონის ჰოსპიტალის იმუნოლოგისტ ვასიმ ქასიმის განცხადებით, ორივე შემთხვევა ცხადყოფს, რომ გენეტიკურად რედაქტირებული უჯრედები ეფექტურად მუშაობს, თუმცა საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად გრძელვადიანი მონიტორინგია საჭირო.

იდეა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული უჯრედები კიბოს ანადგურებს, სამედიცინო კვლევის ერთ-ერთი ყველაზე  „ცხელი“ სფეროა.

თუკი მედიკამენტების სხვა მწარმოებლები, როგორიცაა ,,Novartis-ი”, “Juno” და ,,Kite-ი”, იყენებენ დაავადებული პაციენტების უჯრედებს,  “UCART19” ითვალისწინებს ჯანმრთელი დონორის უჯრედების გამოყენებას, რაც აღნიშნულ თერაპიას უფრო იაფს ხდის. ის ასევე ხელსაყრელია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მკურნალობის დასაწყებად საკმარისი ჯანმრთელი უჯრედები არ გააჩნიათ.

აღნიშნული თერაპიის რისკი გახლავთ ის, რომ ასეთმა უნივერსალურმა მიდგომამ შესაძლოა ქსოვილით წინააღმდეგ მასპინძელი დაავადება (GVHD) გამოიწვიოს, როდესაც პაციენტის სხეული დონორის უჯრედების წინააღმდეგ რეაგირებს.

მედიკოსთა გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მკურნალობიდან ორი თვის შემდეგ ლაილას კანის GVHD განუვითარდა, თუმცა პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც პაციენტმა სტეროიდები მიიღო და ძვლის ტვინი გადაუნერგეს.

 

წყარო: Reuters

 მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid