სულ რამდენიმე დღის წინ ტოკიოში გამოიგონეს რობოტი ხოჭო, რომელიც ძალიან ჰგავს რეალურს – მოძრაობებით და გარეგნულადაც. მეცნიერები აქტიურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი არსების ანალოგი შექმნან ტექნოლოგიურ სფეროში, სწორედ ამას გულისხმობს ,,Tokyo Tech–ის“ პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ხოჭოს ფრენაც შეუძლია, ეს აქამდე არასდროს არ დაუპროგრამებიათ მეცნიერებს.
მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ მათ წინასწარ არ ჰქონდათ დაგეგმილი, თუ რა ფორმა ექნებოდა რობოტს, არც მის დანიშნულებაზე ჰქონდათ რაიმე ვარაუდი, როგორც ჩანს, სრულიად შემთხვევით მიიღეს საკმაოდ საინტერესო შედეგი.
წყარო: Techcrunch.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: