close
რობოტექნიკა

რობოტი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს და 65 გამომეტყველებას იღებს

 

რაც დრო გადის ადამიანის ფანტაზია  უფრო და უფრო ვითარდება. აქედან გამომდინარე კი გამომგონებლები ფართო ასპარეზზე გაიჭრნენ და გვთავაზობენ სხვადასხვა სახის ძალზედ უცნაურ და საინტერესო გამოგონებებს.

„Geminoid F-ს“ მეორენაირად „ცოცხალ თოჯინასაც” უწოდებენ. აქამდე შექმნილი რობოტებიდან ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს – შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს და მღერის კიდეც.

შესაძლოა, სულ რაღაც რამდენიმე თვე გვაშორებდეს იმ პერიოდამდე, როცა მომღერალთა ჯგუფებსა და ახალბედა მსახიობებს რობოტები ჩაანაცვლებენ. მრავალფუნქციურმა „Geminoid F-მა“ ჰონგ-კონგში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ჩინეთის მოსახლეობაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ამ ქმნილებას შეუძლია გაღიმება, ასევე უცნაური და დამცინავი მიმიკების გამოხატვაც კი. ამ ყველაფერს რეზინის კანის ქვეშ განლაგებული მექანიკური სტიმულატორები უზრუნველყოფენ.

როგორც „Geminoid F-ის“ შემქმნელი ჰიროში იშიგურო ამბობს, მისი მიზანია ისეთი რობოტის შექმნა, რომელიც ადამიანის მაქსიმალურად ზუსტი ასლი იქნება და მრავალს დააჯერებს, თითქოს მექანიკური მოწყობილობა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid