close

IV საუკუნის ბოლოს ქრისტიანულ ეკლესიაში დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიები გამოიყო. ეკლესიის ყველა მღვდელმსახური განსაკუთრებულ ფენას – სამღვდელოებას – შეადგენდა. ისინი იერარქიულად მაღალ და დაბალ სამღვდელოებად იყოფოდა. თითოეულ მღვდელს თავისი მრევლი ჰყავდა, იგი რამდენიმე სოფელს ან ქალაქის კვარტალს მოიცავდა. მღვდელი სამრევლო ტაძარში ღვთისმსახურებას ეწეოდა. რამდენიმე სამრევლო საეპისკოპოსოს შეადგენდა, რომლის სათავეშიც ეპისკოპოსი იდგა, მისი რეზიდენცია ქალაქში მდებარეობდა. სამღვდელოების იერარქიაში შემდეგ საფეხურზე მიტოპოლიტი და არქიეპისკოპოსი იდგა. ისინი სათავეში ედგნენ დიდი ქალაქის ეკლესიასა და მსხვილი ოლქების საეკლესიო საქმეებს განაგებდნენ.

ქრისტიანულ აღმოსავლეთში საელესიო იერარქიას სათავეში 4 პატრიარქი ედგა. მათი ცენტრები კონტანტინეპოლში, ალექსანდრიაში, ანტიოქიასა და იერუსალიმში მდებარეობდა. მათ შორის უფრო გავლენიანი კონტანტინეპოლის პატრიაქრი იყო. დასავლეთში ასეთივე უფლებით რომის ეპისკოპოსი – რომის პაპი – სარგებლობდა. მან თავი პეტრე მოციქულის მემკვიდრედ გამოაცხადა. ქრისტიანული რმწენით იესო ქრისტემ პეტრე  ყველა მოციქულის მეთაურად დანიშნა.

ზოგიერთი მხურვალე მორწმუნე ყოველდღიურობას ტოვებდა და მყუდრო ადგილას ცხოვრობდა, აქ ისინი ლოცულობდნენ და სამუდამო ცხოვრებაზე ფიქრობდნენ – მათ ბერები ეწოდებოდათ. გვიან ისინი მონასტრებში დაბინავდნენ და ბერ-მონაზვნებად აღიკვეცნენ. მათ ,,შავი” სამღვდელოება ერქვათ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld