არქეოლოგებმა ანტიკური დროის ჩვილის გამოსაკვები ბოთლები აღმოაჩინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ გერმანიაში, ჩვილებთან ერთად დამარხულ კერამიკის ჭურჭელში ძროხის, ცხვრისა თხის რძის ქიმიური კვალია ნაპოვნი.
აღმოჩენილი ჭურჭლიდან უძველესი დაახლოებით 2,800-3,200 წლის წინათ, ბრინჯაოს ხანაშია დამზადებული. მსგავსი ნივთები სხვადასხვა ადგილასა ნეოლითის პერიოდში 7,000 წლის წინაა აღმოჩენილი.
„ვფიქრობ, ეს აღმოჩენა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, თუ რით კვებავდნენ ჩვილებს პრეისტორიულ ხანაში,“ – განაცხადა ბრიტანეთის ბრისტონის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ჯული დანიმ.
ანტიკური „ბოთლები“ მცირე ზომისაა, ისე რომ ბავშვებს თავადაც შეძლებოდათ მათი ხელში ჭერა. ზოგიერთ მათგანს მარტივი ფორმა ჰქონდა, ზოგს კი – სხვადასხვა ცხოველის.
წყარო :Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”