,,დოქტრინა” გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ მშენებლობის ნებართვა თბილისში.
პირველი ეტაპი:
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა ( გაპი );
- თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება, სადაც მითითებულია, რა ფუნქციის შეცნობის მშენებლობას აპირებთ;
- ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ – ფართობი, მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე;
- სიტუაციური გეგმა ან აეროფოტოს გადაღება მასშტაბით 1:2000;
- ტოპოგრაფიული რუკა მასშტაბით 1:5000.
პირველი ეტაპის საქმის წარმოების ვადა მოიცავს 15 სამუშაო დღეს.
მეორე ეტაპი:
- პროექტის შეთანხმება:
- თბილისის არქიტექტურის სამსახურში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.განცხადება პროექტის შეთანხმების მოთხოვნით;
2.მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა;
3.შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტი;
მეორე ეტაპის საქმის წარმოების ვადა მოიცავს 10 სამუშაო დღეს.
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: