ადამიანის გაცნობისას, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანია იგი თქვენთვის, აუცილებელია, კარგი შთაბეჭდილება დაუტოვოთ პირველსავე დღეს, რადგან მომავალში თუ მოგვიწევთ მასთან შეხვედრა, აღმოჩნდება, რომ მას არც თუ ისე კარგად ვახსოვართ და შესაძლოა არ ისურვოს თქვენთან კონტაქტს დამყარება, რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ.
თუ თქვენ პირველად მიდიხართ სამსახურში, აუცილებლად წინასწარ უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ უფროსზე, ასევე ხდება ნებისმიერ გასაუბრებაზე.
,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა ჩამონათვალი, თუ რა უნდა ვქნათ, რომ უკეთესად მოვახდინოთ პირველი შთაბეჭდილება:
- მოისმინეთ 10–ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ილაპარაკეთ;
- გადადეთ ყველაფერი, არ მიაქციოთ ყურადღება თქვენს ტელეფონს და სხვა ნივთებს;
- აჩვენეთ, რომ სხვა ადამიანები უფრო მნიშვნელოვნები არიან;
- კარგად შეარჩიეთ სიტყვები.
წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: