შინაურ პირობებში ასე დაამზადებთ ხაჭოს:
ახლადმოწველილი რძე გააჩერეთ 5-6 საათი. თუ არ გსურთ, ხაჭო ცხიმიანი გამოვიდეთ, ნაღები მოხადეთ. შემდეგ, რძე შეათბეთ ახალმოწველილის ტემპერატურამდე და გაურიეთ ორი სუფრის კოვზი მაწვნის დედა, კარგად მოურიეთ და შეფუთეთ თბილი ქსოვილით. 8-10 საათის შემდეგ რძე შედედდება. შედედებული რძე დანით ან კოვზით დაყავით 3-4 სმ სიდიდის უჯრედებად. შედგით ნელ ცეცხლზე (ქვაბის ქვეშ აუცილებლად დადგით გამანაწილებელი ბადურა). როცა მასა შეთბება, ჭრილებში გამოჩნდება მომწვანო ფერის სითხე (შრატი). ცოტა ხნის შემდეგ, შესქელებული მასა ამოიწევს ზევით, უნდა შევამოწმოთ, რომ ტემპერატურა არ ასცილდეს 60-65 გრადუსს (წინააღმდეგ შემთხვევაში, შედედებული მასა მოიხარშება). შედედდება თუ არა, ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
გაცივებული მასა გადაიტანეთ საწურზე, რომელსაც გადაკრული აქვს დოლბანდი და დადგით მომინანქრებულ ქვაბზე ან სათლზე. 3-4 საათის შემდეგ შრატი დაიწურება, ხოლო თუშ-ფალანგაზე მშვენიერი ხაჭო დარჩება.
სხვათა შორის, შრატის გამოყენებაც შეიძლება. იგი ბურახის დასამზადებელი ერთ-ერთი კომპონენტიცაა, ასევე, საუკეთესოა პირუტყვის საკვებად.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”