ბიზნესის დაწყებისას ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც გჭირდებათ – არის სახელი თქვენი კომპანიისთვის.
Enterpreneur.com -მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ექსპერტი საუბრობს 5 საუკეთესო ხერხზე, თუ როგორ შევარჩიოთ საუკეთესო სახელი კომპანიისთვის.
1.ორი სიტყვის გაერთიანებით შემდგარი სახელი, მაგალითად Volkswagen, მსგავსი სახელები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ საზოგადოებაში.
- შექმენით სიტყვა, რომელსაც არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, მაგალითად Google, Yahoo, ადამიანები თითქოსდა იტაცებენ ასეთ სახელებს, მათთვის მისაღებია და მოსწონთ.
- გამოიკვლიეთ, რა არის ადამიანებში პოპულარული, რაზე საუბრობენ ისინი და რა მოსწონთ, ჰკითხეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს.
- თქვენი სახელი, მაგრამ მნიშნველოვანია იმოქმედებს თუ არა იგი, მაგალითად, McDonald’s როგორც ხედავთ ძალიან პოპულარული გახდა და წარმატებას მიაღწია, მაგრამ ყველა სახელი, ან გვარი შეიძლება არ აღმოჩნდეს წარმატების მომტანი.
- შემოკლებული ფორმები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ, მაგალითად NBA, BBC და ა.შ
წყარო: Entrepreneur.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: