ზოგიერთ ადამიანს არანაირი პრობლემა არ აქვს კომუნიკაციის თვალსაზრისით, სხვებს, პირიქით, არ გამოსდით ეს საქმე. ზოგს შეუძლია, თავის სამუშაო დროს უარი თქვას კომუნიკაციაზე, სხვებს კი სურთ, დახვეწონ ამ სფეროში საკუთარი უნარები. კომუნიკაცია არის უნარი, რომელიც შეიძლება შეიძინოთ. სხვა ადამიანებზე დამარწმუნებლად ზემოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუამავლებისთვის.
ამასთან მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, თავად არის თუ არა შუამავალი დარწმუნებული იმაში, რომ მსახიობი, რომელიც მკვლელს თმაშობს, კლავდეს. არ არის აუცილებელი, უყვარდეს, როდესაც შეყვარებულს თამაშობს, მან მხოლოდ თავისი მაყურებელი უნდა დააჯეროს. მაგალითად, პრეზენტაციის დროს დამაჯერებელი მოქმედებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, არ გამოიყენოთ ჩანაწერები. დიდ უპირატესობას მოიპოვებთ, თუ თავისუფლად ლაპარაკს შეძლებთ. ფურცლები აუდიტორიასთან კონტაქტს დაგაკარგვინებთ.
წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”