close
კატეგორიის გარეშე

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული

მეცნიერები ხილისა და ბოსტნეულის შენახვის რამდენიმე წესს გვთავაზობენ. პირველი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის, რომ ხილი და ბოსტნეული მაცივარში გვერდიგვერდ არ უნდა შევინახოთ. რატომ? ხილის არაერთი სახეობა ეთილენის გაზს გამოყოფს, რომელიც დამწიფების ჰორმონის მსგავსად მოქმედებს და ხილისა და ბოსტნეულის გაფუჭებას აჩქარებს.

ბოსტნეულს სუნთქვა სჭირდება, ასე რომ, თუ შესანახად პლასტიკის პარკებს იყენებთ, გირჩევთ, ისინი დახვრიტოთ, კიდე უფრო კარგი იქნება, თუ ხილსა და ბოსტნეულს მრავალჯერადი გამოყენების ბადე ჩანთებში შევინახავთ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის საკვების მეცნიერების პროფესორი ბერი სვანსონი აცხადებს, რომ ჰაერგაუმტარი პარკები ყველაზე ცუდი ვარიანტია ბოსტნეულის შესანახად.

„არ დააწყოთ ბოსტნეული მჭიდროდ ერთმანეთთან, მათ ჰაერის გასატარებლად სივრცე სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოსტნეული მალე გაფუჭდება.

გარეცხეთ პროდუქტი უშუალოდ გამოყენების წინ, ვინაიდანწინასწარ გარეცხილი ხილი და ბოსტნეული შედარებით ადვილად ფუჭდება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სინოტივე ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდას,“ განმარტავსპერუდის უნივერსიტეტის საკვების კვლევის მეცნიერი ამანდა დირინგი.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ხერხს :

  1. ნიორი

ნიორი ოთახის ტემპერატურაზე, ღია ჭურჭელში უნდა შეინახოთ, რათა ჰაერის ცირკულაცია მოხდეს. კარგი იქნება თუ ნიორს თავის „მეგობართან“ – ხახვთან ერთად შევინახავთ.

  1. ხახვი

აიღეთ ქალის სუფთა კოლგოტკები, ჩააწყვეთ ხახვი სათითაოდ და მათ შორის ნასკვები გააკეთეთ. დაკიდეთ ოთახის ტემპერატურაზე. ნუ ჩადებთ მაცივარში : ნესტი და ცივი ტემპერატურა ხახვს არბილებს. კარგი იქნება, თუ ხახვს ბნელ ადგილზე შეინახავთ.

 

3.კარტოფილი

შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას, მაგრამ არა მაცივარში. მაცივრის ცივი, ნოტიო ჰაერი  კარტოფილში არსებულ სახამებელს შაქრად აქცევს, რაც გემოსა და სტრუქტურაზე ახდენს ზეგავლენას.

შეინახეთ კარტოფილი ქაღალდის ჩანთებში, რომელიც გაცილებით უკეთ „სუნთქავს“, ვიდრე პლასტიკური. გირჩევთ გრილ ადგილას შეინახოთ, როგორიცაა, მაგალითად, საკუჭნაო. მოარიდეთ ხახვსა და ვაშლს, რომლებიც ეთილენის გაზს შეიცავენ, რაც გაღვივებას აჩქარებს.

 

  1. სტაფილო

სტაფილოსშენახვასმწვანილთან ერთად არ გირჩევთ, ვინაიდან მისგან მიღებული ტენიანობა სტაფილოს სწრაფ ლპობას იწვევს. თუ ამ ბოსტნეულს მაცივარში დაულუქავი პარკით შეინახავთ, ის ორი კვირის განმავლობაში ისეთივე ხრაშუნა იქნება, როგორც შენახვისას.

 

  1. კიტრი

მას არ უყვარს სიცივე. დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ 50 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის პირობებში კიტრი მალე ფუჭდება. თუ მაინცდამაინც კიტრის მაცივარში შენახვას გადაწყვეტთ, იქ სამ დღეზე დიდხანს ნუ გააჩერებთ.

კიტრი ეთილენის გაზის მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ მოარიდეთ ბანანს, ნესვს და პომიდორს.

 

  1. პომიდორი

დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ როგორ უნდა ინახებოდეს პომიდორი : ჭრილით ზემოთ თუ ქვემოთ? მაცივარში თუ სამზარეულოს ზედაპირზე?

პომიდვრის ექსპერტი ქრეიგლეჰულიერი მიიჩნევს, რომ პომიდორი ჭრილით ქვემოთ უნდა შევინახოთ.  „თუმცა, ეს მაინც პომიდვრის ტიპზეა დამოკიდებული, თხელკანიანია ის თუ სქელკანიანი. როცა პომიდორი ბოლომდე მწიფეა, მას გარკვეული დროის მანძილზე მაცივარი გადამწიფებისგან იცავს. ასე რომ, დაამწიფეთ პომიდორი ზედაპირზე და შემდეგ დააწყვეთ თეფშზე ჭრილით ქვემოთ და შეინახეთ მაცივარში,“ აცხადებს ლეჰულიერი.

 

  1. ბანანი

შეახვიეთ შესაფუთ ცელოფანში ცალ-ცალკე, ეს ბანანს ეთილენის გაზის ზემოქმედებისგან დაიცავს და ბანანი ნელი ტემპით დამწიფდება.

როგორც კი ბანანი სიმწიფის სასურველ დონეს მიაღწევს, შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. სიგრილე მას გადამწიფებისგან დაიცავს.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0