რამდენიმე კვირაში იმ დღიდან, როცა ქარიშხალმა „ჰარვეიმ“ ტეხასში ნგრევა გამოიწვია, „ირმამ“ ფლორიდაში მეწყერი წარმოშვა და ეს მაშინ, როცა ატლანტიკურ ქარიშხლის სეზონამდე თითქმის 12 კვირაა დარჩენილი. ჩნდება კითხვა – საიდან ჩნდება ეს ქარიშხლები?
კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქარიშხლების უმეტესობა, რომელიც აშშ-სა და კანადას თავს დასტყდომია, იწყება, როგორც დასავლეთის აფრიკის, კერძოდა კი აფრიკის კაპე ვერდეის კუნძულების სანაპირო ზოლის, ატმოსფეროში არსებული ამინდის განსხვავებული ნიმუში.
,,Geophysical Research Letters-ში” გამოქვეყნებულმა 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ აფრიკის სანაპიროს ამ ტროპიკული დარღვევების თვალყურის დევნებით მკვლევარები შეძლებდნენ იმის პროგნოზირებას, თუ რომელი მათგანი გადაიქცეოდა სერიოზულ ქარიშხლად რამდენიმე კვირის შემდეგ.
„იმ ქარიშხლების 85 პროცენტი, რომელიც აშშ-სა და კანადას აზარალებს, დასავლეთ აფრიკის ატმოსფეროში არსებული დარღვევებისგან წარმოიშვა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დიდ ტერიტორიაზეა ეს დარღვევა გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ერთ-ორ კვირაში ის ქარიშხლად გადაიქცეს,“ – განაცხადა ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარმა კოლინ პრაისმა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ქარიშხლები პირდაპირ უკავშირდება დედამიწის ერთ-ერთ მშრალ ადგილას – საჰარას უდაბნოს.
საჰარის ცხელი და მშრალი ჰაერისა და გვინეის ზღვის ყურიდან მომავალი გრილი, უფრო ტენიანი ჰაერის ურთიერთქმედება წარმოშობს ე.წ. აფრიკის აღმოსავლეთ ნაკადს, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უბერავს.
ამ ნაკადის ფარგლებში შესაძლოა წარმოიშვას ატმოსფერული დარღვევები ან ტროპიკული ტალღები. იმის გამო, რომ ეს ტალღები აფრიკის კაპე ვერდეის სანაპიროზე იცლებიან, 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადგილში არსებული ღრუბლის რაოდენობით შესაძლოა იმის დადგენა, შეიძლება თუ არა, რომ ეს ტროპიკული ტალღები ერთ-ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცნენ.
როგორ ხდება ეს? ტროპიკული ტალღები ურთიერთქმედებენ ატლანტის ოკეანის თბილ ეკვატორულ წყალთან, ხოლო იმის გამო, რომ ისინი დასავლეთისკენ მიემართებიან ოკეანიდან თბილი და ტენიანი ჰაერის სვეტების წარმოშობას იწვევენ.
ეს წარმოშობს სამი ინგრედიენტიდან ორს იმისათვის, რომ ტროპიკული შტორმები ძლიერ ქარიშხლებად გადაიქცნენ : ტენიანი ჰაერი; დედამიწის როტაცია; და თბილი ოკეანის ტემპერატურა. როდესაც ქარების სიჩქარე 119 კმ / სთ-ს აღწევს, ქარიშხალი კლასიფიცირდება როგორც I კატეგორიის ქარიშხალი.
სანამ ქარიშხლად გადაიქცეოდა და აშშ-სა და კარიბისკენ გაემართებოდა, აგვისტოს დასასრულს „ირმა“ კაპე ვერდეის კუნძულების ატმოსფეროში არსებულ დარღვევად დააფიქსირეს.
სტატისტიკის თანახმად, ყოველ წელს აფრიკაში წარმოქმნილი 60 დარღვევიდან მხოლოდ 10 პროცენტი გადაიქცევა ქარიშხლად – მაგრამ ისეთ ქარიშხლად, რომელსაც შეუძლია ატლანტის გადაკვეთა, რაც მას იმდენად აძლიერებს, რომ აშშ-სა და კანადასაც კი აყენებს დარტყმას.
მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ შეიმუშავონ მექანიზმი, რისი საშუალებითად იმის პროგნოზირებას შეძლებენ, თუ რომელი დარღვევა შეიძლება ერთ ან ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცეს. ეს კი თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის აცილება ან შემცირება გახდეს შესაძლებელი.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ფლორიდის სამხრეთ სანაპიროს ქარიშხალი ,,ირმა” თავს დაატყდა. მაიამის სანაპიროები დატბორილია, ქუჩებში ქარიშხალმა უზარმაზარი ხეები მოგლიჯა. 1 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი, ფლორიდის სამხრეთ ნაწილში ევაკუირებულია. სანამ ქარიშხალი ფლორიდის სანაპირობმდე მივიდოდა, ის კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა და შედეგად 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წყარო: http://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”