- აუცილებლად შეიტანეთ დღის წესრიგში თქვენი საკითხები. ნათლად გამოხატეთ თქვენი აზრი, მოკლედ ჩამოაყალიბეთ სათქმელი.
- თუ რაიმე გაქვთ გულში – მოსაზრება, ან გრძნობა – ღიად და გასაგებად გამოხატეთ ის. არ დათრგუნოთ თქვენში გრძნობები.
- დარჩით დღის წესრიგის იმ საკითხზე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს და დაეხმარეთ სხვებსაც, არ გადაუხვიონ.
- თუ არ გესმით რას ამბობს სხვა, სთხოვეთ მას, განგიმარტოთ.
- აქტიური მონაწილეობა მიიღეთ: თუ რამე გაქვთ სათმელი, თქვით.
- საკუთრ ვალდებულებად გაიხადეთ შეხვედრის წინსვლაზე ზრუნვა. იზრუნეთ იმგვარი წვლილის შეტანაზე, რომელიც პრობლემების მოგვარების პროცესისთვის სასარგებლო იქნება. დაიცავით სხვათა უფლებები, მოუსმინეთ მათ და წაახალისეთ არააქტიური თანამშრომლები.
- ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს – როდესაც საჭიროა, განმარტეთ, რას ამბობს სხვა.
- გამოიჩინეთ კრეატიულობა კონფლიქტების მოსაგვარებელი გადაწყვეტების მოძიებისას – გამოსცადეთ ისინი ჯგუფში.
- თავი აარიდეთ შენიშვნებს , რომლებსაც შეუძლია ჯგუფის გათიშვა: ხუმრობები, სარკაზმი, „დარტყმა ზურგში“, უარმყოფელი შენიშვნები, ენაკვიმატი ხუმრობები.
- თუ გამოხატავთ მზაობას, რომ გარკვეული საქმეები შეხვედრის შემდეგ მოაგვაროთ, ჩაინიშნეთ ისინი.
- მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა შეუწყობდა ხელს ჯგუფს ერთი ნაბიჯით წინსვლაში და პრობლემის გადაჭრაში? რითი შემიძლია ხელი შევუწყო ჯგუფის ეფექტურობას? რა სჭირდება ჯგუფს? როგორ შემიძლია დახმარება გავუწიო?
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: