close

ბრიტანულმა თვითმფრინავის ძრავის მწარმოებელმა კომპანია „როლს როისმა“ მფრინავი ტაქსისთვის პროპულსიური სისტემა შექმნა. კომპანია პროექტის უახლოესი ათ წელიწადში განხორციელების მიზნით პარტნიორებს ეძებს.

„როლს როისმა“ კვირას განაცხადა, რომ გეგმავს ელექტრონული ვერტიკალური აფრენისა და დაშვების (EVTOL) მანქანის ანუ მფრინავი ტაქსის შექმნას, რომელსაც 4-5 ადამიანის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. მფრინავი ტაქსი საათში დაახლოებით 250 მილ სიჩქარეს განავითარებს.

კომპანია, რომელიც თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და გემებისთვის ძრავებს ამზადებს, სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს, რათა ადამიანების მგზავრობის რევოლუციური საშუალება შექმნას. ამჟამად „როლს როისი“ ისეთ პარტნიორს ეძებს, რომელიც პროექტის კომერციალიზაციას განახორციელებს.

„მანქანის თავდაპირველი კონცეფცია ექვსი ელექტროპროპულსორის დასატენად გაზის ტურბინის ტექნოლოგიას იყენებს, რომლის სპეციალური დიზაინი მინიმალურ ხმაურს იწვევს,“ – აცხადებენ კომპანიაში.

მანქანა ხელახალ დამუხტვას არ საჭიროებს, ვინაიდან ბატარეა გაზის ტურბინით იტენება.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid