სტენფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე აქტიური და ზარმაცი ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა. კვლევა ფეხის ნაბიჯების რაოდენობაზე დაყრდნობით იძლევა შედეგებს.
სპეციალური აპლიკაციის – Argus-ის მეშვეობით, უნივერსიტეტის მკვლევარებმა 68 მილიონი დღის ტოლფასი მონაცემები დაამუშავეს.
როგორ ამ მონაცემებით გაირკვა, ყველაზე ზარმაცი ქვეყანა ინდონეზიაა, სადაც ადამიანების ნაბიჯების რაოდენობა, დღის განმავლობაში, 3 513-ის ტოლია, რაც შეეხება ყველაზე აქტიურ ქვეყანას – ეს ჩინეთია, სადაც საშუალო რაოდენობა 6 800-ის ტოლია.
Argus-ის დაინსტალირება სმარტფონებში თავადაც შეგიძლიათ.
წყარო: BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
გაზიარება: