,,Microsoft-ის” დამფუძნებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი – ბილ გეითსი – იმ წიგნების სიას აქვეყნებს, რომლის წაკითხვასაც მიმდინარე წლის ზაფხულში გირჩევთ.
- „Seveneves“ – ნილ სტეფენსონი – 800-გვერდიანი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანი ადამიანების ცხოვრებაზეა, რომლებიც იძულებულები გახდებიან დატოვონ დედამიწა.
- „The Power to Compete“ – ჰიროში მიკიტანის წიგნში ავტორი საკუთარი იაპონური კომპანიის ,,გაცოცხლების” ისტორიას ყვება. ბილ გეითსი წერს, რომ ის ავტორის ყველა მოსაზრებას არ ეთანხმება, თუმცა წიგნში მოცემული ისტორიები ყურადსაღებია.
- „Sapiens“ – ისტორიკოსი – იუვალ ნოა ჰარარი – ადამიანის მოგზაურობას მის კოგნიტურ, აგროკულტურულ და სამეცნიერო რევოლუციებში მიჰყვება.
4.“ How not to be wrong“–მათემატიკის პროფესორი – ჯორდან ელენბერგი – არღვევს ყველა კონცეპტს და გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ,,მათემატიკური აზროვნების” ყველაფერში გამოყენება.
5.“The Vital Question“– ინგლისელი ნიკ ლეინის წიგნი მოგვითხრობს, როგორ წარმოიშვა და ვითარდებოდა ცხოვრება ენერგიის პრინციპების შემდეგ.
,,ბიოქიმიკოსი – ნიკ ლეინი- იმ ორიგინალური მოაზროვნის ნიმუშია, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ამ კაცის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს”, – აღნიშნავს ბილ გეითსი.
წყარო: www.cnet.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: