იტალიაში ყოველ წელს ტარდება კონკურსი „Concorso d’Eleganza Villa d’Este“, სადაც წლის ყველაზე ლამაზი ავტომობილი სახელდება.
მიწვეული ექსპერტების გადაწყვეტილებით, წელს წოდების მფლობელი გახდა კომპანია „Bentley–ის“ მოდელი– ,,EXP10 Speed-ი“, რომელმაც, დიდი კონკურენციის მიუხედავად, მოახერხა ტიტულის მოპოვება და დაამარცხა საკმაოდ ცნობილი კომპანიებიც. ჯილდო გადაეცა ლუკ დიუნკერვოლკეს მანქანის დიზაინის შედგენისთვის.
,,Bentley-ის“ სხვა ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით, კონკურსზე წარმოდგენილმა ავტომობილმა მიიღო ფუტურისტული გარეგნობა, რაც განაპირობა მასში გამოყენებულმა თანამედროვე მოწყობილობებმა.
კომპანია ჯერჯერობით ფართოდ არ აწარმოებს პროდუქტს, ასე რომ ,უცნობია, როდის იქნება მომხმარებლისთვის ულამაზესი მოდელი ხელმისაწვდომი.
წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“