რუსეთის სადაზვერვო ორგანიზაციები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიას თვალყურს ყალბი Facebookპერსონებით ადევნებდნენ.
ამის შესახებ განცხადება აშშ-ს კონგრესმენმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, მაკრონის კამპანიის ოფიციალური პირებისა და მასთან დაახლოებული სხვა პირების სათვალთვალოდ ოცამდე Facebookანგარიში შექმნეს.
,,Facebook-მა” აპრილში განაცხადა, რომ იმ ყალბი ანგარიშების წინააღმდეგ, რომლებიც საფრანგეთის არჩევნების შესახებ დეზინფორმაციის ავრცელებდნენ, მოქმედება დაიწყო. თუმცა მაკრონის ოფიციალური პირების სოციალური ქსელების ინფილტრაციის მცდელობაზე აქამდე არავის განუცხადებია.
რუსეთმა არაერთხელ უარყო ჰაკერული თავდასხმითა და ელ-ფოსტებისა და დოკუმენტების გამოაშკარავებით საფრანგეთის არჩევნებში ჩარევის ფაქტები.
აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა მაისში საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერსს” განუცხადეს, რომ ჰაკერები რუსეთის ხელისუფლებასთან იყვნენ კავშირში, მაგრამ მათ არ ჰქონდათ დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ჰაკერული თავდასხმა კრემლის მიერ იყო შეკვეთილი.
,,Facebook -მა” ,,როიტერსს” განუცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს და დააუქმეს ჯაშუშური ანგარიშები საფრანგეთში.
კვლევაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დახურული Facebookანგარიშების რიცხვი 70,000-ია, ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტად აღემატება კომპანიის მიერ აპრილში შეწყვეტილი ანგარიშების რაოდენობას.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”