რუსეთი უარყოფს შეერთებული შტატების ხელისუფლების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტო კომპანია ,,Yahoo-ს” მონაცემებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილებდა.
„როგორც არაერთხელ გვითქვამს, გამორიცხულია, რომელიმე რუსული სააგენტოს, მათ შორის ფსბ-ს [სადაზვერვო სააგენტო], კიბერსივრცეში ჩადენილ უკანონო ქმედებაში ოფიციალური მონაწილეობა,“ – განაცხადა ფსბ-ის პრესსპიკერმა – დიმიტრი პესკოვმა.
აშშ-is ოფიციალურმა პირებმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ორ თანამშრომელს, დიმიტრი დოკუჩაევი და იგორ სუშჩინი, 2014 წელს ,,Yahoo-ის” წინააღმდეგ მოწყობილ ჰაკერულ თავდასხმაში დაადანაშაულეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მათი სახელები უკავშირდება ჰაკერულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც Yahoo-ს 500 მილიონამდე მომხმარებლის ანგარიში დაზარალდა.
წყარო : BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”