close
კატეგორიის გარეშე

რვა წლის უსახლკარო ლტოლვილი ჭადრაკში ნიუ იორკის ჩემპიონი გახდა

რვა წლის ნიგერიელმა უსახლკარო ლტოლვილმა ტანიტოლუვა ადევუმიმ ჭადრაკში ნიუ იორკის შტატის ჩემპიონატი მოიგო. ტურნირში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც გაზეთი „ფიფლ“ (People) წერს, ადევუმიმ ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქეები იყვნენ ბავშვები ელიტური სკოლებიდან, რომლებსაც ჭადრაკში კერძო რეპეტიტორები ჰყავთ.

განსაკუთრებით შთაბეჭდავია ის, რომ ნიგერიელმა ბიჭმა თამაში ერთი წლის წინ ისწავლა.

„მინდა, გავხდე ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი ისტორიაში“, – განაცხადა ნორჩმა მოჭადრაკემ. – „ტურნირის შემდეგ, ტანიტოლუვა უსახლკაროთა თავშესაფარში დაბრუნდა, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობს“.

ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი რუსი სერგეი კარიაკინია, რომელმაც ეს წოდება 12 წლისა და შვიდი თვის ასაკში მიიღო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0