close

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით,  საქართველოში საარსებო მინიმუმი 166,3 ლარს შეადგენს.  აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი, ერთ თვეში, დაახლოებით, 5 ლარით გაიზარდა.  რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს – ის  278,9 ლარს შეადგენს.  დეკემბერში იგივე მაჩვენებელი  დაახლოებით 8 ლარით ნაკლები იყო.

საქსტატი საარსებო მინიმუმს 2003 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით ითვლის.

აღსანიშნავია, რომ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში მინიმალურ პენსიაზე ნაკლებია.

საარსებო მინიმუმი არის შემოსავლის მინიმალური დონე, რომელიც საჭიროა ადამიანის არსებობისა და აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ეს ინდიკატორი ცხოვრების ქვედა ზღვრის მაჩვენებელია.

საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხორციელდება. საქსტატის მიერ გამოყენებული შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდის მიხედვით, აღნიშნული სასურსათო კალათა მოიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობის, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. შრომისუნარიანი მამაკაცისთვის მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კილო კალორიას შეადგენს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი -,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid