საქართველოს სახალხო დამცველმა – ნინო ლომჯარიამ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
როგორც კვლევიდან ირკვევა, ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.
,,საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს, თუმცა ეს არ ასახავს სრულ სურათს და გაცილებით მეტია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩებიან, როგორიცაა – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ასევე – არიან ბავშვები, რომლებიც, სიღარიბის მიუხედავად, ვერ ხვდებიან სახელმწიფო შემწეობის პროგრამაში.
საგანგაშოა ისიც, რომ 2017 წელს, სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო გაიყვანეს”, -წერია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, მთავარ პრობლემად რჩება ბავშვების დაცვა ძალადობისგან. აქვე – საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცისას და დახმარების ეფექტიანი სისტემა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“