,,დოქტრინა” გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ბევრისთვის საყვარელ ძუძუმწოვრებზე – დელფინებზე:
- სიტყვა დელფინის ეტიმოლოგია ბერძნულია და სათავეს იღებს ,,დელფოსისგან”, რომელიც ძმას ნიშნავს;
- დელფინი ნებისმიერ საკვებს ჭამს;
- დელფინებს წრიული ცურვა ახასიათებთ, ძირითადად, ამის მიზეზი დაზვერვაა;
- მდედრი ცალნამგალა ვეშაპი არის ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელიც განიცდის მენოპაუზას, ისევე, როგორც ადამიანი და მას შემდეგ ცოცხლობს მრავალი წელი, თუმცა, გამრავლების უნარი არ აქვს;
- დელფინების გუნდურად დადიან და ყველაფერში გუნდურობა ახასიათებთ. მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანი უძლურდება, ისინი ცდილობენ, გადაარჩინონ და წყლის ზედაპირზე ამოიყვანონ, რადგანაც, ცნობილია, რომ დელფინისთვის სუნთქვა აუცილებელია;
- დელფინებს 100 კბილი აქვთ, მაგრამ მათ საკვების დაღეჭვისთვის არ იყენებენ, კბილებით მხოლოდ საჭმლის მოპოვება შეუძლიათ;
- დელფინების ტვინი ადამიანის ტვინის ზომისაა;
- დელფინებს ადამიანების მსგავსად ოთხსარქვლიანი გული აქვთ, სუნთქავენ ფილტვებით და თბილსისხლიანები არიან;
- ამ ძუძუმწოვრებს ძალიან უყვართ დედა და დიდხანს ცხოვრობენ მასთან, ზოგ შემთხვევაში, 3-8 წლამდეც კი;
- დელფინების სიგრძეც ადამიანის ზომის საპირწონეა – 150-200 სმ;
- დელფინებს გააჩნიათ ადამიანის მსგავსი კოგნიტური უნარები და ქცევები. ზოგიერთმა მკვლევარმა გამოთქვა აზრი, რომ იგი ცალკე კლასიფიკაციად დაიყოს;
- მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა დელფინს აქვს თავისი სახელი ისევე, როგორც ადამიანებს. ისინი სტვენითი ბგერებით უხმობენ ერთმანეთს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: