ფრანგ ჯერომი ჰემონს ახალი სახე გადაუნერგეს. ეს მისთვის გადანერგვის მეორე ოპერაცია იყო. ტრანსპლანტირების პირველი მცდელობა რამდენიმე წლის წინ უშედეგოდ დასრულდა. მეორე ოპერაცია კი წარმატებული აღმოჩნდა და მედიკოსებმა ის სახის გადანერგვის პირველ წარმატებულ ოპერაციად აღიარეს.
,,გადანერგვის პროცედურა 15 იანვრის შუადღისას დაიწყო და მეორე დილით დასრულდა,” – ამის შესახებ პარიზში მდებარე ჰოსპიტალი “Georges Pompidou” იტყობინება, სადაც პროცედურა განხორციელდა.
თავდაპირველად, ჰემონს ორგანიზმში სისხლის მთლიანად შეცვლა დასჭირდა. ამ ერთთვიანმა პროცედურამ ექიმებს ანტისხეულების მოშორების შესაძლებლობა მისცა, რომლებსაც შესაძლოა ახალი სახისთვის ,,უარი ეთქვათ” და არ მიეღოთ.
ეს არის პირველი სამედიცინო შემთხვევა, როდესაც პაციენტმა მეორე სახე მიიღო, რაც პასუხობს მნიშვნელოვან შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია სახის ტრანსპლანტირება.
ორგანოების გადანერგვის ბევრი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო ორგანიზმი ახალ ორგანოს ვერ ეგუება. ახლა ვიცით, რომ, როცა საქმე ეხება სახის გადანერგვას, პაციენტს შეუძლია ახალი სახის მიღება.
2010 წელს, როდესაც ჰემონი 30 წლის იყო, მას ექიმმა ლაურენტ ლანტერმა ჰოსპიტალ – Georges Pompidou-ში ახალი სახე გადაუნერგა.
ჰემონს აქვს გენეტიკური დაავადება, რომელმაც სიმსივნით სახის დეფორმირება გამოიწვია. მან პირველი ტრანსპლანტი მიიღო ორგანოების 63 წლის დონორისგან.
ნებისმიერი ტრანსპლანტის დროს ყოველთვის არსებობს რისკი, რომ იმუნური სისტემა რეაგირებას მოახდენს უცხო სხეულის მიმართ, მაგრამ ჰემონის შემთხვევაში იმუნოსუპრესიული მედიკამენტების დახმარებით ამის თავიდან აცილება მოხერხდა და ორგანიზმმა ახალი სახე მიიღო.
სახის გადანერგვის პირველი ოპერაცია საფრანგეთში 2005 წელს ჩატარდა, თუმცა მაშინ ოპერაცია წარმატებული არ აღმოჩნდა.
წყარო: https://www.sciencealert.com/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“