სახლი ბეთლემის ქუჩაზე – ერთადერთი შენობა თბილისში, რომელსაც ვიტრაჟებიანი სადარბაზო აქვს. მე-19 საუკუნის ულამაზესი შენობა თბილისის სტუმარი უცხოელი ტურისტებისთვსვისაც ერთ-ერთი მიმზიდველი სანახაობაა.
უძველესი შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს – დაზიანებულია შესასვლელი კარი, სიძველისგან დეფორმირებულია ხის კიბეები და ულამაზესი ჩუქურთმიანი აივნები. სახლის მობინადრეებს, შენობის რეაბილიტაციის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ისტორიული შენობის გადარჩენას შესაბამის უწყებებს სთხოვენ.
გაზიარება: