სამხრეთ კორეაში ექიმმა აბორტი შეცდომით იმ ქალს გაუკეთა, რომელსაც ეს არ სურდა – წერს CNN. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
კერძოდ, 6 კვირის ორსული პაციენტი გამოკვლევებზე მივიდა, თუმცა პერსონალის შეცდომის გამო, ის აბორტის მსურველთა რიგში მოხვდა, რის შემდეგაც მას ექიმმა ნაყოფი მოაშორა.
ექიმისა და ექთნის წინააღმდეგ, რომლებსაც ამ საქმესთან პირდაპირი კავშირი აქვთ, გამოძიება დაიწყო.
სამხრეთ კორეაში აბორტი ლეგალური მიმდინარე წლის აპრილში გახდა.
წყარო : CNN
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: