ძლიერი და სანდო ბიზნესი კი წარმოუდგენელია მარკეტინგული გათვლების გარეშე. სწორედ მარკეტინგული კვლევა არის ის, რაც დაგვანახვებს იდეის მნიშვნელობას, გვაძლევს სურათს თუ რა სახის პროდუქტები და მომსახურება მოგვიტანს ნამდვილად მოგებას.
ბაზარზე უკვე არსებული პროდუქტების, მომსახურების კვლევისა და კონკრეტული გამოკითხვების ჩატარების შედეგად, მარკეტინგული კვლევა საშუალებას აძლევს კომპანიებს დაინახვონ აკმაყოფილებს თუ არა მათი შეთავაზება მომხმარებელთა მოთხოვნებსა და მოლოდინებს, ასევე – აძლევს საშუალებას დაგეგმონ მომავალი ქმედებები, შეცვალონ და გააუმჯობესონ, დაამატონ მომსახურების და პროდუქტის სახეები, ერთი სიტყვით – გაზარდონ ბრუნვა და მოგება მომხმარებელთა თავში ჩახედვით.
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“