ბევრისთვის საყვარელი ბრენდის – ,,სამსუნგის “(Samsung), ისტორია 1938 წლიდან იწყება, როდესაც ახალგაზრდა ბიზნესმენმა – ლი ბონ ჩოლმა, კორეის ქალაქ ტეგუში ბრინჯის ბიზნესი წამოიწყო.
ამ პერიოდისთვის კორეა იაპონიის კოლონიას წარმოადგენდა და რთულ ამოცანა იყო კერძო საწარმოს შექმნა. ეს საქმე იმდენად წარმატებულიაღმოჩნდა, რომ საშუალება მისცა ლის გაეფართოებინა წარმოება და პარალელურად დაეწყო შაქრისა და თევზის ექსპორტი.
მიუხედავად ასეთი სირთულისა, პირველივე წელს ლი ახერხებს შექმნას ბრინჯის ექსპორტის პირველი დამოუკიდებელი ხაზი კორეიდან ჩინეთში და მანჩურიაში.
1948 წლისთვის იგი ოფიციალურად არეგისტრირებს ფირმას სახელწოდებით – ,,Samsung Trading”. სახელწოდება სამსუნგი (Samsung) ნიშნავს „სამ ვარსკვლავს“ (თავისი სამი ვაჟის საპატივცემულოდ).
1969 წლამდე კომპანია მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ბიზნესზეა ორიენტირებული, მხოლოდ ამ პერიოდიდან იწყება ახალი ერა, როდესაც კომპანია ,,Samsung Electronics-ი” ყალიბდება, რომელმაც დაიწყო კომპანია ,,სანიო ელექტრიკის” (Sanyo Electric) მაკომპლექტებელი ნაწილებისგან შავ-თეთრი ,,სამსუნგის” ტელევიზორების გამოშვება. რამდენიმე წელიწადში იწყება კომპანია სამსუნგის საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებას ქალაქ სუვონის ქარხანაში, სადაც იმ პერიოდისთვის გადადის სამსუნგის სათაო ოფისი.
ამას კი მოჰყვება სამსუნგის მაღაზიისა და სამსუნგის სერვისცენტრის გახსნა.
1983 წლიდან იწყება სამსუნგის კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება და სამსუნგი იწყებს მიკროსქემების წარმოებას. ხოლო უკვე 1991 წლიდან იწყება სამსუნგის ტელეფონების გამოშვება.
რაც შეეხება ლოგოს, 1993 წელს კომპანიის დღის სწესრიგში დგება მისი (საფირმო ნიშნის) შეცვლის საკითხი. წინა ლოგოზე ფიგურირებდა 3 ვარსკვლავი, რომელიც უკვე მოძველებულ სიმბოლოდ მიიჩნიეს. ამიტომ შეიქმნა ახალი საფირმო ნიშანი, რომელიც დღეს ყველასთვის ნაცნობია.
თავისი ლამაზი დიზაინით და გამართული მუშაობით ცნობილია, როგორც სამსუნგის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასევე სამსუნგის მონიტორები და სამსუნგის ნოუთბუქები.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”