ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტელეკომპანია CNN-ზე სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის, ასევე ზამთრის სეზონს. როგორც თავად ამბობენ, კომუნიკაცია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი. მაშინ, როდესაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ტურისტების მოსაზიდად, სოციალური კამპანია დაიწყო, რამდენიმე დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილება, ამერიკულ მედიასაშუალებაში ვიდეორგოლების განთავსებაზე, დამატებითი შესაძლებლობა იქნება, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
გაზიარება: