ბოლო პერიოდში, მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები კოსმოსის ათვისების მიმართულებით პროექტების განხორციელებას ხშირად აანონსებენ. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო – “NASA” კი აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე.
„NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა, რაც სხვა მცენარეული კულტურის გამრავლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის აქვს, მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება“, — ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული გეგმების რეალიზების მიზნით საქართველოში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახელმწიფო სტრუქტურების, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები.
პირველ ეტაპზე, საინიციატივო ჯგუფში შევლენ: საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კომპანია ,,Microsoft-ის” წარმომადგენელი – ნიკოლოზ დობორჯგინიძე და კომპანია ,,SpaceFarmsიის” — მომავლის სათბურის წარმომადგენლები.
„სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც განახორციელებს კომპანია ,,SpaceFarms-ი”. აღნიშნული სათბური-ლაბორატორია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ლაბორატორიაში ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: რეზონანსი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”