საქართველოდან მამაკაცის კოსტიუმების ექსპორტმა 2018 წელს 11 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს ბევრად აღემატება.
საქართველოდან მამაკაცის კოსტიუმების ექსპორტი 2009 წლიდან ფიქსირდება და ბოლო წლებში იზრდება. 2012 წელს მაჩვენებელმა 3,5 მილიონი დოლარი შეადგინა, 2013 წელს – 5,2 მილიონი დოლარი, 2014 წელს – 8 მილიონი დოლარი, 2015 წელს – 8,9 მილიონი დოლარი, 2016 წელს – 10,2 მილიონი დოლარი, 2017 წელს კი 9,7 მილიონი დოლარი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”