close
ეკონომიკასაქართველო

საქართველოს ,,მაკდონალდსი” ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

საქართველოს ,,მაკდონალდსი” ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს. საპატიო ჯილდო ,,მაკდონალდს საქართველოს” 2016 წლის კვლევის შედეგად, მსოფლიოს უდიდესი რესტორნების ქსელის ევროპის ცენტრალურმა ოფისმა მიანიჭა.

„კომპანია 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს დღეისთვის და ყოველწლიურად ახდენს ბაზრების კომპლექსურად შეფასებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. ამჯერად ჯილდო როგორც ევროპის გამორჩეულ ბაზარს საქართველოს ხვდა წილად. დაიმსახურო „საუკეთესოს“ წოდება ისეთ ქვეყნებს შორის – როგორებიცაა: ავსტრია, ბელგია, პორტუგალია, ფინეთი და ა.შ, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს და მეტ სტიმულს გვაძლევს სამომავლო განვითარებისთვი“ – აცხადებს ,,მაკდონალდს საქართველოს” გენერალური დირექტორი – თენგიზ კაპანაძე.

კომპანიის ხედვა და სტრატეგიული პრიორიტეტები, მომსახურება და სისუფთავე, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ინოვაციების დანერგვა, ხარისხი და ხარისხის კონტროლი, ბიზნესის განვითარება და რეზულტატები – ეს ის ინდიკატორებია, რის მიხედვითაც ,,მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული შედეგები აჩვენა და ჯილდოც დაიმსახურა.

საქართველოს ,,მაკდონალდსი“ იყო ერთერთი პირველი, რომელმაც ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანასთან ერთად მომსახურების ახალი პლატფორმა წარმატებით დანერგა და არაერთ ევროპულ ბაზარს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. სულ ახლახან კი მაკდონალდს საქართველომ მომხმარებელს კიდევ ერთი ინოვაცია – შესაკვეთი კიოსკები წარუდგინა, რომელიც მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული, ადაპტირებულია შშმ პირებზე და მომხმარებლის კომფორტზე ფოკუსირდება.

ახლახან თბილისში გაიხსნა ,,მაკდონალდსის“ ლოჯისტიკური ცენტრიც, რომელიც 30 რესტორნის მომსახურებაზეა გათვლილი და თავისი მასშტაბით ამიერკავკასიაში უდიდესი, ხოლო სტანდარტებით უმაღლეს კატეგორიაში ხვდება. კომპანია პროდუქციას ევროპის საუკეთესო საწარმოებიდან იღებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საკვებს სთავაზობს.

საქართველოში ,,მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღესდღეობით 11 რესტორანს აერთიანებს, წელს კომპანია კიდევ ერთი რესტორნის გახსნას ქუთაისში გეგმავს. მაკდონალდსში 930 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა საშუალო ასაკიც 20-22 წელია და ყოველდღიურად დაახლოებით 15 000 სტუმარს ემსახურება.

,,მაკდონალდს საქართველოს“ მრავალი ჯილდო აქვს მიღებული როგორც ხარისხისთვის და მომსახურებისთვის, ასევე გამორჩეული დიზაინის და არქიტექტურის მქონე შენობების შექმნისთვის.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid