close
საქართველო

საქართველოს ნაგავსაყრელებზე მეთანის გაზომვა დაიწყება

საქართველოში ნაგავსაყრელებზე სათბურის აირების გაზომვა დაიწყება და გარემოზე ნაგავსაყრელების ნეგატიური ზეგავლენა შეფასდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ავრცელებს.
USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” (WMTR) „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ნაგავსაყრელებიდან გამოყოფილი სათბურის აირების გამზომი პორტატული მოწყობილობა გადასცა.
პროექტის ფარგლებში კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით საბაზისო კვლევას ითვალისწინებს. შემუშავებული მონაცემები გამოყენებული იქნება ნაგავსაყრელების დახურვისა და შემდგომი მოვლისათვის. ხელისმოწერის ცერომონიალს USAID- ის მისიის დირექტორი დაგლას ჰ.ბოლი ესწრებოდა.

აღნიშნული მოწყობილობით მოხდება საქართველოს ნაგავსაყრელებზე გამოყოფილი მეთანის გაზომვა და მისი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შეფასება. გაზომვებიდან მიღებული საბაზისო ინფორმაცია, დაეხმარება საქართველოს შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირებისა და პარიზის კლიმატის ცვლილების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება – შეაფასოს და შეამციროს მეთანისა და სხვა სათბურის აირების ემისიები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ კლიმატის გლობალურ ცვლილებაში. აღსანიშნავია, რომ WMTR პროგრამა მოწყობილობის გადაცემის შემდგომაც განაგრძობს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობას ამ საკითხებზე. შემდეგი ეტაპი მოიცავს ტრენინგებს სათბურის აირების გამზომი მოწყობილობის გამოყენების სწავლების მიზნით.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულებები, მონიტორინგი გაუწიოს კლიმატის ცვლილებებსა და მეთანის და სხვა აირების შემცირების საკითხებს.წყარო: waste.gove.ge

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0