სახელმწიფოთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების დამყარება სხვა ქვეყნებთან. ყველა ქვეყანაში არსებობს ცალკე უწყება, რომლის უშუალო დანიშნულებაა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის მოწესრიგება. საქათველოში ამ ფუნქციას ასრულებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სახელმწიფოებს ყველა ქვეყანაში, რომელთანაც მათ დამყარებული აქვთ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები, მივლენილი ჰყავთ სპეციალური წარმომადგენლებ, ელჩის ან კონსულის სახით. შესაბამისად, იმ დაწესებულებებს, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ მასპინძელ ქვეყნებში, საელჩო ან საკონსულო ეწოდება.
პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდეაც ერთ რომელიმე ელჩს ან კონსულს ერთდროულად რამდენიმე ქვეყანასთან ურთიერთობის წარმართვა ევალება.
როდესაც სახელმწიფოები პირველად ამყარებენ ოფიციალურ ურთიერთობას ერთმანეთთან, ეს გულისხმობს, რომ ისინი აღიარებენ ერთმანეთს, როგორც სრულუფლებიან, თანასწორ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. საქართველოს დღესდღეობით დიპლომატიური ურთიერთობა დაახლოებით 186 სახელმწიფოსთან აქვს დამყარებული.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”