close
ეკონომიკასაქართველო

საქართველოში ღვინის ექსპორტი გაიზარდა

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 11 თვის მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ით მეტია, გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია, როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (24 914 877), უკრაინა (5 179 454), ჩინეთი (4 886 145ბოთლი), ყაზახეთი (3 227 639) და პოლონეთი (2 123 500).

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

გასული წლის 11 თვის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, ზრდამ კი – 31% შეადგინა.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid