სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საშემოდგომო მიღებაზე მსურველებს მემანქანეების კურსებს შესთავაზებს. პროფესიულ კოლეჯში, რომელიც განათლების სამინისტრომ რკინიგზის დეპარტამენტთან ერთად დააფუძნა, ამჟამად პროფესიულ პროგრამებზე მიდის მუშაობა. მსურველთათვის სწავლა უფასო იქნება, ისევე, როგორც სხვა პროფესიულ პროგრამებზე.
სტუდენტების პირველი ნაკადი კოლეჯმა წელს საგაზაფხულო სესიაზე მიიღო, თუმცა მათ შორის, ვინც ახლა გადის სწავლებას მემანქანეები არ არიან. კოლეჯი ამჟამად რკინიგზის ტექნიკოსებს ამზადებს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიები ქვეყნისთვის. რომლის შესწავლა მთლინად დაფუძნებული უნდა იყოს პრაქტიკულ სწავლებაზე რეალურ სამუშაო გარემოში. რკინიგზა სასწავლო პროგრამებს დუალური მიდგომით ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამის ნახევარზე მეტი რეალურ სამუშაო გარემოში მიმდინარეობს, რკინიგზის ობიექტებზე და არა სამუშაო კაბინეტებში.“ – განუცხადა BM.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – თამარ სამხარაძემ.
წყარო: bm.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: