2016 წელს სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა 4 მილიარდ 302 მილიონ ლარს გადააჭარბა.
მათ შორის ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი 849 090 631 ლარი იყო. გასულ წელს, სათამაშო ბიზნესის მიერ გაცემული გადასახადები 109 987 188 ლარს გაუტოლდა. (მათ შორისაა: სანებართვო მოსაკრებელი -50 015 401 ლარი, საშემოსავლო გადასახადი – 35 115 289 ლარი, მოგების გადასახადი 60 156 604 ლარი, დღგ 9 105 259 ლარი, ქონების გადასახადი 858 816 ლარი და სხვა სახის გადასახადები 4 733 598 ლარი).
სათამაშო ბიზნესში გასულ წელს 7 365 პირი იყო დასაქმებული. რაც შეეხება, 2017 წლის მარტის მონაცემებს, დასაქმებულთა რაოდენობა 7 043 პირს შეადგენს.
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძე
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: